ახალი ტექნოლოგიები

ექსპერტი რომ გახდე ამა თუ იმ დარგში, საკვირველია, რამდენი ცოდნა უნდა გქონდეს. ეს განსაკუთრებულად ინფორმაციულ ტექნოლოგიების დარგს ეხება. კიდევ უფრო გასაკვირვია რა სისწრაფით უნდა ავსებდეთ ცოდნას იმისათვის, რომ ”დარჩეთ თემაში ”, არ ამოვარდეთ დარგის თანამედროვე მიღწევების და განვითარების დონიდან. ანალიტიკური კიმპანიების შეფასებით ინფორმაციის მოცულობა, რომელსაც კაცობრიობა ფლობს, ორმაგდება ყოველ 5 წელს, 2002 წლისთვის კი ასეთი გაორმაგება ყოველ 72 დღეში ხდება. ინფორმაციის მოზღვავებას თქვენი მეხსიერება ვერ გაუძლებს, ვერ შეძლებთ დაიმახსოვროთ უამრავი ფაქტები. ამიტომ დაგჭირდებათ მეთოდიკები, სახელმ- ძღვანელოები, კონცეპციები, რომლებითაც გადააქცევთ ფაქტებს, ინფორმაციას ცოდნაში, გადაიტანთ იმ დასაყრდენშო, რომლითაც შეძლებთ ახალი მოვლენების ანალიზს. ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში წამყვანი კომპანიები თითქმის ყოველ დღე აწარმოებენ ახალ პროდუქციას და გვთავაზობენ ახალ მომსახურებას. აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ განვასხვავოთ მოდური, ნაკლებათ პროდუქტიული წინადადებები და ტექნოლოგიები იმ ტექნოლოგიებისგან, რომლებიც გამოგადგებათ ხანგრძლივად. კორპორატიული საინფორმაციო სისტემების შექმნისა და ექსპლოატაციის დარგში ასეთ ფუძემდებლურ მეთოდიკებად და კონცეპციებად, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტეგრირებულ ხედვას რთულ საკითხების კომპლექსს, ინფორმაციული ტექნოლო- გიების და საწარმოს სტრატეგიის და არქიტექტურის წარმოდგენაა. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ წარმოშვა ახალი ტიპის ბიზნესი -- ელექტრონული, და დასახა ახალი ამოცანები: ერთ საწარმოში უზრუნველყოთ: 1) ინფორ- მაციული სისტემების ცალკეული ნაწილების ინტეგრაცია, 2) სხვადასხვა ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემების ურთიერთქმედება. პრაქტიკულად ვერც ერთ დარგში ვერ ხორციელდება ამოცანების ამოხსნა ერთი, თუნდაც ძალიან მძლავრი სისტემით. საჭიროა რამდენიმე სისტემით სარგებლობა. ანალიტიკური კომპანიის Butler Group მონაცემების თანახმად მსხვილი ორგანი- ზაცია საშუალოდ 40 კრიტიკულად მნიშვნელოვან გამოყენებითი სისტემებით სარგებ- ლობს. ვინაიდან საწარმოს ინფორმაციული სისტემების ამოცანების სირთულის ექსპო- ნენციური ზრდა აღინიშნება, ზრდიან ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პერსონალალს, რაც ეფექტს არ იძლევა. ერთადერთ გამოსავალს მეცნიერები ხედავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების გათვალისწინებას საწარმოს არქიტექტურაში. Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеОпубликовать в TwitterОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest

No comments:

Post a Comment